"გამარჯვებული საქართველო" წევრი კოტე კემულარია აცხადებს, რომ ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის ფაზაში შედის და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთსულოვნება უნდა გამოიჩინონ.
გარდა ამისა, კემულარია იმედოვნებს, რომ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად, პატიმრობიდან გიორგი რურუაც გათავისუფლდება.
"ჩვენ შევდივართ, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი რურუაც განთავისუფლდება და შემდგომ დაიწყება სტაბილური, დემოკრატიული არჩევნებისკენ სვლა - ანუ საარჩევნო რეფორმები, შესაბამისი ცვლილებები და მზადება იმისთვის, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც ასე ითხოვს ჩვენი საზოგადოება და რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს ქვეყანა და ჩვენმა საზოგადოებამ ამოისუნთქოს", - განაცხადა კემულარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მათ სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინვე დატოვეს.