logo
ENG



რუს აქტივისტ დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

04 სექ 202613:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/04/mr7vavik44uvq5j.png

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლეილა ფოლადაშვილმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა შეწყალებული კულანინის საქართველოს ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კულანინს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა ქვეყნის ტერიტორიის ნებაყოფლობით დასატოვებლად.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ განაგრძობს აქტივისტის ინტერესების დაცვას მესამე, უსაფრთხო ქვეყანაში მის გამგზავრებამდე.


close დახურვა