რუსების მიერ ქალაქ ჩერნიჰივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 136-მდე გაიზარდა. დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ამბობს, რომ ჩერნიჰივში 19-დან 21 აგვისტომდე გლოვაა გამოცხადებული.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.