დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსებმა დნეპრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
რეზნიჩენკო ამბობს, რომ რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო დარტყმის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა 7 საცხოვრებელი სახლი. მისი თქმით, დაშავდა ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს და ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დნეპროპეტროვსკის მერის, ბორის ფილატოვის ცნობით, 6 დაშავებული ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურა და საკომუნიკაციო სისტემა არ არის დაზიანებული.