logo
ENG



რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - დაღუპულია 2 ბავშვი

21 ივლ 202317:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/21/9188wdajsl1hijy.jpg

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ბავშვი დაიღუპა.

"შუადღის სამ საათზე, დონეცკის ოლქის სოფელი დრუჟბა არტილერიით დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი ეზოს მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ - 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.

გარდა ამისა, ამავე სოფელში დაბომბვის შედეგად მოხუცი ქალი დაიჭრა - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა