უკრაინაში, ვოლინის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ვოლინის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი იური პოგოლიაკო ავრცელებს.
ის მოუწოდებს მოსახლეობას, თავშესაფარში დარჩნენ.
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლუცკში, რომელიც ლვოვთან ახლოს და ვოლინის რეგიონში მდებარეობს, აფეთქებები იყო.