logo
ENG



რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 8 თვის ბავშვი დაიღუპა

04 მარ 202319:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/04/d1ahyet1cc5drzp.jpg

უკრაინის ცნობით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 8 თვის ბავშვი დაიღუპა.

"სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა 10 დაღუპული, მათ შორის 8 თვის ბავშვი გამოიყვანეს. გოგონა ოჯახთან ერთად გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა 11 ადამიანი გადაარჩინეს. ამასთან, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ზაპოროჟიეს რეგიონში ახლაც მიმდინარეობს.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა ზაპოროჟიეზე 2 მარტს, ღამით გაანხორციელა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 3 მარტის მონაცემებით, 5 ადამიანი იყო დაღუპული, 10 კი დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით, დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.


close დახურვა