logo
ENG



რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში, სავარაუდოდ, საკუთარი СУ-35 ჩამოაგდეს

30 სექ 202318:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/30/0uxzpjpuk0s0gwo.jpg

ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ტოკმაკის მიდამოებში რუსი დამპყრობლების საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, საკუთარი ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი იური ბუსტოვი Telegram არხზე ავრცელებს. "ჩვენ მივესალმებით ამ სახის მეგობრულ ცეცხლს" - თქვა მან.

"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკთან რუსული СУ-35 გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ. როგორც ჩანს, ოკუპანტთა საჰაერო თავდაცვამ "თავი გამოიჩინა" და დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი გაანადგურეს", - წერს იური ბუსტოვი Telegram გვერდზე.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა რუმა ბლოგერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თვითმფრინავის ფოტო, რომელსაც თან ერთვოდა სიტყვები "მარადიულ ფენას გისურვებ, ძმაო", რითაც, ფაქტობრივად დასტურდება გავრცელებული ინფორმაცია.


close დახურვა