რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში მრავალპროფილურ კლინიკას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობა სერიოზულად დაზიანდა. ამ დროისთვის კლინიკაში არსებობს პრობლემა წყალმომარაგებასთან და ელექტროენერგიასთან.
ამასთან, საავადმყოფოს თანამშრომლები მუშაობას აგრძელებენ.