რუსებმა კიევში, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონები დაბომბეს - დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
დედაქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, სვიატოშინსკის რაიონში, სავაჭრო ცენტრს, კერძო სახლებსა და მაღალსართულიან შენობებს ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შევჩენკოვსკის რაიონში დაბომბვის შემდეგ ხანძარი რამდენიმე კერძო სახლსა და მაღალსართულიან კორპუსს გაუჩნდა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე ოთხი ადამიანი.