logo
ENG



რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

12 დეკ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/12/yyvj60pr0ikm0z0.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსებმა კუპიანსკი დაბომებს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"დღეს ქალაქ კუპიანსკში რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ამასთან, 79 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს", - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა