ლისიჩანსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ამის შესახებ ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
"დღეს, როცა მშვიდობიანი მოქალაქეები წყლის ავზიდან წყალს იღებდნენ, რუსებმა ცეცხლი გახსნეს“, - თქვა გაიდაიმ.
მისივე თქმით, დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის არიან მოზარდებიც.