logo
ENG



რუსებმა ლუჰანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს

11 მაი 202210:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/11/jty0lkiv5qj5cl4.jpg

რუსებმა ლუჰანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. ამის შესახებ ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა.

"საბედნიეროდ სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა"- აცხადებს ის.

ჰაიდაის თქმით, გასულ დღეს რუსულმა ძალებმა ლუჰანსკში 15-ჯერ გახსნეს ცეცხლი, რის გამოც ქალაქ სევეროდონეცკში დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი. ასევე, ქალაქს მეორე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ჰაიდის თქმითვე, ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი.


close დახურვა