რუსებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა რამდენიმე. ინფორმაციას მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისივე ცნობით, რაკეტა 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.