logo
ENG



რუსებმა სევეროდონეცკში, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტმჟავის ავზი ააფეთქეს

31 მაი 202221:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/sg5w1tbd33ky5u7.jpg

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკზე საჰაერო იერიში მიიტანეს და ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს.

ინფორმაციას ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰეი ჰაიდაი ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები.

"აზოტის მჟავა საფრთხის შემცველია ჩასუნთქვის, გადაყლაპვის და კანთან, ლორწოვან გარსებთან შეხებისას. მჟავის ორთქლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს. სუსტი მოწამვლისას ვლინდება ბრონქიტის ნიშნები, ადვილი ბრონქიოლიტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა. მძიმე მოწამვლისას ფილტვის შეშუპება", - წერს ჰაიდაი.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიყენონ ნიღბები აზოტის მჟავის ორთქლისა და ნისლისგან დასაცავად.

"მოამზადეთ სოდიანი ხსნარით გაჟღენთილი დამცავი სახის ნიღბები! თვალებზე მოხვედრისას აზოტის მჟავა იწვევს ძლიერ დაზიანებას, მხედველობის დაკარგვას", - ამბობს ის.


close დახურვა