logo
ENG



რუსებმა უკრაინაში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, მიმდინარეობს ევაკუაცია

06 ივნ 202308:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/tyor15gu3vrc2jt.png

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები". 

მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.


close დახურვა