რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს - დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა - 13. ინფორმაციას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
"ტრაგიკული ღამე... ნიკოპოლის რაიონში რუსულმა არმიამ 11 ადამიანი მოკლა, 13 დაიჭრა. მტერმა ორჯერ ისროლა გრადებიდან. 80 რაკეტა ესროლა საცხოვრებელ უბნებს. განზრახ დაბომბა მაშინ, როცა ხალხს საკუთარ სახლებში ეძინა"-წერს რეზნიჩენკო.