logo
ENG



რუსებმა ხარკივის თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

12 სექ 202200:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/75vjp76kbojl1dw.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ხარკივს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხარკივის გარდა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დონეცკიც. ასევე, ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქები.

ზელენსკი რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთის ფედერაცია რჩება ტერორისტად და იერიში მიაქვს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე".

ხარკივის თბოელექტროსადგურის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "ეს რუსული ტერორიზმის უპირობო გამოვლინებაა".

"პირდაპირი, მიზანმიმართული დარტყმა განხორციელდა კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით უდიდეს ხარკივის TPP-5-ზე, ეს არის რუსული ტერორიზმის უპირობო გამოვლინება და სურვილი, მასიურად დატოვოს მშვიდობიანი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სითბოს გარეშე. ასეთია მშიშარა "პასუხი" საკუთარი ჯარის ბრძოლის ველიდან გაქცევაზე", - წერს პოდოლიაკი.

 


close დახურვა