logo
ENG



რუსებმა ხერსონის საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს - დაშავდა 8 ადამიანი

02 ივლ 202509:59
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/02/0wlzdahdk6ecb6z.png

გასულ ღამეს რუსებმა ხესრონის საავადმყოფოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ოლექსანდრ პროკუდინი, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ადასტურებს.

"მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, ხოლო ხუთი პაციენტი და სამი ექთანი დაშავდა", - წერს იგი.

პროკუდინმა განაცხადა, რომ საავადმყოფოს 44 წლის თანამშრომელი აფეთქების შემდეგ, ტვინის შერყევითა და გულმკერდის არეში ნამსხვრევების შედეგად გამოწვეული ჭრილობით სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა