რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 13 წელი გავიდა. ოკუპირებული რეგიონები და ასეულობით ადამიანი, რომელთა სიცოცხლეც, რუსულ სამხედრო მანქანას და მის იმპერიულ მიზნებს ემსხვერპლა. ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიული განვითარების შეჩერება - აგვისტოს ომის მიზანი ყველასთვის ცალსახა და ნათელია. ომის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგაც, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს და საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობს.