logo
ENG



რუსეთთან გაცვლის შედეგად გათავისუფლებული 3 პოლიტიკური პატიმარი აშშ-ში ჩავიდა

02 აგვ 202410:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/ldwgqnj7ac1mrww.jpg

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში 3 ამერიკელი პოლიტპატიმარი აშშ-ში ჩავიდნენ.

Wall Street Journal-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩს, ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანსა და რუს-ამერიკელ ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას მერილენდის აეროპორტში, ოჯახის წევრებთან ერთად, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ასევე ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დახვდნენ.

გარდა ამისა, კრემლის კრიტიკოსსა და რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზასაც, სავარაუდოდ, აშშ-ში გადაიყვანენ. კარა-მურზა დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქეა და მწვანე ბარათს ფლობს. სწორედ ის ახსენა ჯო ბაიდენმა გაცვლასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის დასაწყისშივე:

"დღეს ამერიკის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკული მწვანე ბარათის მფლობელი, რომლებიც უსამართლო პატიმრობაში იმყოფებოდნენ რუსეთში ციხეებში, ბოლოსდაბოლოს შინ ბრუნდებიან: პოლ უილიანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა", - თქვა ჯო ბაიდენმა

რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ისტორიული გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანი გადასცა. რაც შეეხება რუსეთს, უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში თქვეს, რომ გაცვლის შედეგად ქვეყანაში 8 მოქალაქე დაბრუნდება.


close დახურვა