logo
ENG



რუსეთთან კავშირების გამო EU-მ თურქულ ავიაკომპანია Southwind-ს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

07 აპრ 202421:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/07/57dg22gxdzu36fd.png

რუსეთთან კავშირების გამო ევროკავშირმა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ავიაკომპანიას აეკრძალა ევროკავშირის ტერიტორიაზე ფრენა, ასევე, ევროკავშირის ცის გამოყენება.

ევროკავშირის მიერ სრულ აკრძალვას წინ უძღოდა ფინეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სააგენტოს გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ ავიაკომპანიის მნიშვნელოვან საკონტროლო ინტერესს რუსი აქციონერები ფლობენ. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ავიაკომპანიამ თურქეთსა და ფინეთს შორის ფრენების დაწყების ნებართვაზე განცხადება შეიტანა.

ავიაკომპანია 2022 წლის აპრილში, მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსულ ავიაკომპანიებს ცა ჩაუკეტა. ავიაკომპანიის გაცხადებული მიზანი იყო, თურქეთის კურორტებზე რუსი ტურისტების შენარჩუნება.

Southwind Airlines დაკავშირებულია Pegas Touristik-თან, თურქულ ტუროპერატორთან, რომელიც ასევე მართავს Nordwind Airlines-ს, ჩარტერულ რუსულ ავიაკომპანიას.

Southwind Airlines თბილისსა და ანტალიას შორის ჩარტერულ რეისებს 2022 წლის ზაფხულში ასრულდება. ამ დროისთვის ავიაკომპანია საქართველოში არ ოპერირებს.


close დახურვა