logo
ENG



რუსეთი: იმედია, საქართველო დასკვნებს გამოიტანს და ჩვენ მიმართ მეტად გაწონასწორებული იქნება

21 იან 202218:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/21/2e84yljfw1oijrh.jpg
bbc.com

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან მეტად დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას ელის. 

უწყების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა და იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარსულის გაკვეთილებიდან დასკვნებს სწორად გამოიტანს.

„ჩვენ ვრჩებით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე, ჩვენ უნდა გადავლახოთ განსხვავებები და აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასკვნებს გამოიტანს წარსულიდან და რუსეთისადმი უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს.“ - წერია განცხადებაში.

ეს პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მედიის მიერ დასმულ კითხვას მოჰყვა. უწყების განცხადებით, ავიამიმოსვლის აღდგენას საქართველოში სტაბილიზაცია და "რუსოფობიული კამპანიის" დასრულება სჭირდება.


close დახურვა