logo
ENG



რუსეთი ადასტურებს, რომ ვაგნერის ჯგუფის კოლონა ლიპეცკის რეგიონში გადაადგილდება

24 ივნ 202317:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/28oo31okeic6zgi.jpg

რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული გამოცემა Ria Novosti-ს ცნობით, ვაგნერის ჯგუფის სამხედრო კოლონა ლიპეცკის რეგიონში გადაადგილდება.

ინფორმაციას ადასტურებს ლიპეცკის გუბერნატორი იგორ არტამონოვიც. 

ლიპეცკის გუბერნატორი აცხადებს, რომ "ყველა საჭირო ზომას იღებენ, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყონ".

მანამდე გამოცემა BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს. 

BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, რომელშიც ჩანს როგორ მიემართება ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟს მოსკოვთან აკავშირებს. გამოცემის ცნობით, ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.


close დახურვა