logo
ENG



რუსეთი არ აპირებს, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა შეასრულოს

17 მარ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/17/6yly8b6wreqtfut.jpg

კრემლში აცხადებენ, რომ არ აპირებენ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნა შეასრულონ უკრაინიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ამის შესახებ დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"არა, ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამ გადაწყვეტილებებს. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ასეთი განსაზღვრება, როგორიცაა მხარეთა თანხმობა. აქ ვერავითარი თანხმობა ვერ იქნება. ამ შემთხვევაში ეს ისაა, რაცა ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ", - ამბობს პესკოვი.

გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ მსგავსი გადაწყვეტილება გამოიტანა

ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს, მის მიერ მხარდაჭერილი ან კონტროლირებადი ნებისმიერი სამხედრო ან არარეგულარულმა შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა, ასევე, სხვა ორგანიზაციებმა და პირებმა, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის კონტროლის, ხელმძღვანელობის ან გავლენის ქვეშ, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა. 

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებებისგან და უზრუნველყოს, არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება დაამძიმოს ან უფრო რთული გადასაწყვეტი გახადოს არსებული დავა. 

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლომ ღონისძიებები უკრაინის მიმართვის საფუძველზე გამოიტანა, რომელიც სწორედ მითითებულ პირობებს აყენებდა. 

ICJ-ის მიერ დროებითი ღონისძიების გამოტანის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: 

"უკრაინამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სრული მხარდაჭერა მოიპოვა. ICJ-მ მას უბრძანა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა. ეს რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. ბრძანების უგულებელყოფა რუსეთს კიდევ უფრო იზოლირებას გამოიწვევს"


close დახურვა