logo
ENG



რუსეთი აცხადებს, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმას მათი 16 მოქალაქე ემსხვერპლა

14 ოქტ 202318:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/jzoczfkzwmtcclo.jpg

ისრაელში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმას მათი 16 მოქალაქე ემსხვერპლა. 8 კი დაკარგულია. 

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტო Ria წერს, რომ რუსეთის, სულ მცირე, ერთი მოქალაქე ღაზას სექტორში მძევლად არის აყვანილი.

ისრაელმა გუშინ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ისრაელზე თავდასხმის დღეს ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ 150-ზე მეტი მძევალი აიყვანა, ხოლო, სულ მცირე, 1 300 ადამიანი მოკლა - მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე.

 

close დახურვა