logo
ENG



რუსეთი ბრიტანეთს: უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას მსოფლიოსთვის შედეგები მოჰყვება

09 თებ 202308:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/09/ypgjoooka0vj28v.jpeg

რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ ლონდონს აფრთხილებს, რომ თუ ის უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას მთელი მსოფლიოსთვის "სამხედრო და პოლიტიკური შედეგები" მოჰყვება.

"გვინდა ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში, მორიგი ესკალაციის "სისხლიანი მოსავალი" სწორედ მის სინდისზე იქნება, ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის", - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.

გარდა ამისა, რუსეთის საელჩოში ამბობენ, რომ "ლონდონის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯზე, შესაბამისი პასუხი ექნებათ".

***

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იყო ჩასული. ის ქვეყნის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს შეხვდა. მოგვიანებით სუნაკს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინას გამანადგურებლებით დაეხმაროს - სუნაკს მათი გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების ფარგლებში გამორიცხული არაფერია და ეს საკითხი განხილვის საგანია.

როგორც Politico წერს, რიში სუნაკმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს დაავალა გაარკვიოს, შეძლებს თუ არა ბრიტანეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას "გრძელვადიან პერსპექტივაში". პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ამ საკითხზე "აქტიურად" მუშაობს.

 

 


close დახურვა