logo
ENG



რუსეთი ბულგარეთს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება

25 იან 202014:07
3 წუთის საკითხავი
 

რუსი დიპლომატების გაძევების გამო რუსეთი ბულგარეთს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება. ოფიციალურმა სოფიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათიანი ვადა მისცა. შესაბამისი ნოტა რუსეთის ელჩს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასცეს.

რუსეთის დიპლომატიური მისიისა და სავაჭრო წარმომადგენლობის ორ თანამშრომელს ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ვერსიით, ერთი ეჭვმიტანილი ბულგარეთის არჩევნების, მეორე კი ქვეყნის ენერგო სექტორის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას. 


close დახურვა