logo
ENG



რუსეთი დასავლეთისთვის გაზის მიწოდებას აპრილიდან დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს

01 აპრ 202218:44
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთი დასავლეთისთვის გაზის მიწოდებას აპრილიდან დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი "არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის მიწოდებას დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს.

გუშინ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულების, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ქვეყანას პირველი აპრილიდან გაზისთვის რუბლით გადახდას ითხოვს.

„გუშინ მე ბევრი კითხვა მივიღე იმასთან დაკავშირებით ეს ნიშნავს თუ არა, რომ თუ რუბლზე თანხმობა არ იქნება გაზის მიწოდება 1 აპრილიდან შეწყდება? არა, ეს ამას არ ნიშნავს და ეს არ გამომდინარეობს განკარგულებიდან. თუმცა დეტალების შესახებ სჯობს, გაზპრომს მიმართოთ“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

პესკოვის თქმით მიწოდების დღეს შესრულებული გადახდების შესაბამისი პროდუქტების გაგზავნის ვადა აპრილის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდეა. 

გუშინ გამოქვეყნებული ახალი დადგენილების მიხედვით გაზპრომბანკი დასავლელი გაზის შემძენების სახელით ახალ ანგარიშებს გახსნის და მათ ევროებსა და დოლარებს რუბლში გადაიყვანს და სხვა ანგარიშზე განათავსებს, რასაც შემდეგ გაზპრომისთვის რუბლში გადახდისთვის გამოიყენებს.

პესკოვმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ გაზის რუბლში გაყიდვის გადაწყვეტილება მომავალში შესაძლოა გაუქმდეს, მაგრამ ახლა რუსეთისთვის უმჯობესია რუბლში მიიღოს გადახდები.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი რუსული გაზისთვის მხოლოდ ევროში გადაიხდის.


close დახურვა