logo
ENG



რუსეთი დასავლური კომპანიების აქტივების ჩამორთმევის შესახებ კანონის ამოქმედებას გეგმავს

26 მაი 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/voypsj0ahpzlro3.jpg

რუსეთი ახალი კანონის ამოქმედებას გეგმავს, რომელიც იმ დასავლური კომპანიების ადგილობრივი ბიზნესების კონტროლსა და აქტივების ჩამორთმევას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთის დატოვებას გადაწყვეტენ.

კანონი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში ამოქმედდეს, რუსეთს უფლებამოსილებას მისცემს დასავლური კომპანიების ბიზნეს საქმიანობაში ჩაერიოს და სრულად გააკონტროლოს.

ასობით საერთაშორისო ბრენდმა, მათ შორის Starbucks, Coca Cola, Levi’s, Apple, ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ერთ-ერთი მათგანი მაკდონალდსი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზარს საბოლოოდ ტოვებს. მაკდონალდსს მარტში 850-მდე რესტორანი დროებით დახურული ჰქონდა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი კომპანიის განცხადებით, უკრაინაში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი და არაპროგნოზირებადი სამუშაო გარემო გახდა. 


close დახურვა