logo
ENG



რუსეთი ევროსაბჭოდან გადის

15 მარ 202221:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/15/58b410rh8gc45r4.jpg

რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს. გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს უკვე გადაეცა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნატოს და ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში, ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ", - ამბობენ უწყებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ასეთ პირობებში ქვეყანა არ დარჩება ევროპის საბჭოში".

25 თებერვალს, ევროპის საბჭომ რუსეთს წარმომადგენლობის უფლება შეუჩერა.


close დახურვა