რუსეთი კრამატორსკის სადგურზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და მომხდარს "უკრაინის ნაციონალისტური ხელისუფლების" პროვოკაციას უწოდებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რაკეტები, რომელთა ფრაგმენტები სადგურთან ახლოს აღმოაჩინეს, მხოლოდ უკრაინელი სამხედროების მიერ გამოიყენება.
"14 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-19 ცალკეული სარაკეტო ბრიგადის დივიზიამ დონეცკის ცენტრს იმავე რაკეტით შეუტია, რის შედეგადაც 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 36 დაშავდა", - ამბობენ სამინისტროში.
ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, აქედან 4 ბავშვი.
დონეცკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იყო, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ.
თავდასხმა ევროკავშირის ლიდერებმა დაგმეს.