logo
ENG



რუსეთი ლუჰანსკსა და ხარკივში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს

23 აპრ 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/bbe7u2kfaf0mpup.jpg

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ლუგანსკის ოლქში სროლები გაძლიერდა. 

სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსეთი ლუგანსკის რეგიონში ყველა იმ ტერიტორიას ბომბავს, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. 

მისივე განცხადებით, უკრაინული ძალები ტოვებენ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს გადაჯგუფების მიზნით. ჰაიდაი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი არ არის კრიტიკული უკუსვლა. 

ჰაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ 22 აპრილს პოპასნაში, რომელშიც 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ​დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ქალაქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა, ბრძოლები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. 

იბომბება ხარკოვიც. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეჰ სინეიჰუბოვი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 59 დარტყმა განახორციელეს, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 19 - დაშავდა. 

17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ წინა 4 დღის განმავლობაში ხარკოვში, დაბომბვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 108 კი დაშავდა. 

რუსულმა ძალებმა დაბომბეს მიკოლაევიც. ოლქში კომენდანტის საათი დაწესდა. 


close დახურვა