რუსეთი, ნატოს გაფართოებაში საფრთხეს ხედავს.
ეს განცხადება, ლონდონის სამიტის პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა სოჭში, სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
პუტინის შეფასებით, ნატოს გაფართოება და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება რუსეთის საზღვართან ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.