logo
ENG



რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს კვლავ გენოციდით ემუქრება - ამჯერად ვირუსული დაინფიცირების გზით

25 მარ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპაციის შემდეგ, რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს კვლავ გენოციდით ემუქრება - ამჯერად ვირუსული დაინფიცირების გზით. საქართველოს ზღვისპირა რეგიონს თავს ის რუსი ტურისტები აფარებენ, ვინც, თავისი ქვეყნიდან კარანტინს გამოექცა და კორონავირუსის პოტენციური მატარებელია. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას მოითხოვს.

საგანგაშოა ექიმების გაფრთხილებაც, ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვენ და ამბობენ, რომ აფხაზეთი COVID-19-თან ბრძოლაში ბედის ამარაა მიგდებული და ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, უძლურები აღმოჩნდებიან. ოკუპირებულ აფხაზეთში შემოღებული შემზღუდავი ზომების მიხედვით, დღეიდან ტურისტული მიზნებით რუსეთის მოქალაქეების შესვლაც აიკრძალება, მაგრამ აფხაზეთში ამ დროისთვის უკვე იმყოფება ასეულობით რუსი, რომელიც მოგზაურობიდან დაბრუნებული, კარანტინის ნაცვლად სოხუმის და გაგრის სანაპიროზეა.

სოციალურ ქსელში  გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ოკუპირებულ რეგიონში  რუსეთიდან შემომავალი მანქანების კოლონა.  ვიდეოს ავტორი წუხს რომ რუსები კორონა ვირუსს გაავრცელებენ.  ვიდეოში ისიც ჩანს, რომ შემომსვლელებს კონტროლს არავინ უწევს . 

ამ ვიდეოს გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი პროტესტი მოჰყვა. დახურულ ჯგუფების მიმოწერაში , რომელიც „ფორმულას“ წყარომ მიაწოდა ჩანს, რომ მოსახლეობა პანიკაშია. ამ პროცესის პარალელურად სოციალურ ქსელში აფხაზი ექიმები მოსახლეობას მიმართავენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ექიმები ღიად ამბობენ რომ პანდემიასთან საბრძოლველად არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მედიცინა ნულზეა.   არც  ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი მალავს, რომ სოხუმი სრულიად მოუმზადებელია კორონავირუიუსს მქონე პაციენტების მკურნალობისთვის . 

მაშინ, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რუსებისგან კორონავირუსის საფრთხის შემოტანაზე საუბრობს .ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ქართველები მათი მეზობლები არიან და ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს. ასლან ბჟანიას ოფიციალურმა თბილისმა უპასუხა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ  ქართული მხარე მზად არის აფხაზურ საზოგადოებასთან  დიალოგის გაგრძელებისთვის. 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ  ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა პანდემიის პირისპირ სრულიად დაუცველია და მათ დახმარება სჭირდებათ. ოპოზიცია  ხელისუფლებას მოუწოდებს,  რომ ეს ვითარება გამოიყენოს იმისთვის,  რომ საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს. 


close დახურვა