logo
ENG



რუსეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

25 მაი 202016:50
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს. ქვეყნის მთავარი სანიტარის განცხადებით, 44 რეგიონი კარანტინის ზომების შემსუბუქების პირველი ეტაპისთვის უკვე მზადაა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 9 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა, 92 კი გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაინფიცირდა.

კორონავირუსის დიაგნოზი ტუვის რეგიონის ხელმძღვანელს დაუსვეს. მედიამ გაავრცელა ცნობა რამზან კადიროვის დაინფიცირებასთან დაკავშირებთაც, თუმცა მის ადმინისტრაციაში ამ ცნობას უარყოფენ. ქვეყნის პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს ზაფხულში საზღვარგარეთ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. 


close დახურვა