logo
ENG



რუსეთი საქართველოს, უკრაინას, აშშ-ს და პოლონეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს

10 ივნ 202200:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/cggh0fenzejhg23.png

რუსეთი საქართველოს, უკრაინას, ამერიკასა და პოლონეთს კიბერთავდასხმებში ადანაშაულებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრუტსკიმ აღნიშნა, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჰაკერულმა დაჯგუფებებმა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაჰაკეს.

"ასევე კიბერთავდასხმა განხორციელდა რუსეთის მოქალაქეებისა და უცხოელების პირადი ინფორმაციების საცავებზე. სულ კიბერთავდასხმაში ჩართული იყო 22 ჰაკერული დაჯგუფება. ყველაზე აქტიურები იყვნენ -  IT-army of Ukraine (უკრაინა), GhostClan (ამერიკა), GNG (საქართველო) და Squad303 (პოლონეთი). მაისის მდგომარეობით, საერთო ჯამში კიბერთავდასხმაში მონაწილეობდა 65 ათასი ჰაკერი აშშ-დან, თურქეთიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდანაც. თავდასხმები განხორციელდა მათ შორის Rutube-ის ვიდეოჰოსთინგზე. თავდასხმების ქვეშ იყო სახელმწიფო დაწესებულებები, კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები", – თქვა კრუტსკიხმა.


close დახურვა