რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებსა და საქართველოსთან სახმელეთო გზით გადაადგილებაზე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.
განკარგულების მიხედვით, საავტომობილო გზებზე არსებულ გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსთან დაკავშირებით 2020 წელს დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.
ცვლილებები 2020 წლის 27 მარტს შევიდა, რომლის მიხედვითაც ავტომობილით, რკინიგზით, ფეხით და მდინარით გადაადგილებაზე რუსეთის საზღვრის სხადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
ცოტა ხნის წინ ამგვარი შეზღუდვები რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ასევე მონღოლეთთან, ყაზახეთთან და ჩინეთთან გააუქმა.