logo
ENG



რუსეთი სირიაში დამატებით სამხედრო ტექნიკას აგზავნის

05 მარ 202012:21
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთი სირიაში დამატებით სამხედრო ტექნიკას აგზავნის. ბოსფორის სრუტეში კიდევ სამმა რუსულმა გემმა გაიარა.

ბოლო ერთ კვირაში თურქეთმა სირიის სანაპიროსკენ მიმავალი უკვე 5 რუსული სამხედრო ხომალდი გაატარა. ბოსფორის სრუტეში გემებმა თურქეთის  საპატრულო ნავებისა და სამხედრო ვერტმფრენის თანხლებით ჩაიარეს.

მოსკოვში დღეს ვლადიმერ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იდლიბის პროვინციაში თურქეთისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის ძალებს შორის შეტაკებები გახშირდა.


close დახურვა