logo
ENG



რუსეთი სირიის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ძალების შეიარაღებას ზრდის

05 მარ 202009:55
3 წუთის საკითხავი
 

რეჯეპ ტაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთი სირიის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ძალების შეიარაღებას ზრდის.  

Reuters-ის ინფორმაციით, დამატებითი საზღვაო და საჰაერო ძალები უკვე სირიის ტერიტორიაზე იმყოფება.

სააგენტოს ცნობით, რუსეთმა ბოლო 6 დღის განმავლობაში სირიის მიმართულებით 5 სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აქედან ერთ-ერთი სადესანტო ხომალდი "ორსკია", რომელსაც 20 ტანკის, 50 სატვირთო მანქანის ან ჯავშანტექნიკის და 400-მდე ჯარისკაცის გადაყვანის შესაძლებლობა აქვს.  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიის იდლიბის პროვინციაში შექმნილი მწვავე ვითარება იქნება. 


close დახურვა