logo
ENG



რუსეთი ფინეთისთვის გაზის მიწოდებას 21 მაისს შეწყვეტს

20 მაი 202217:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/20/pn9tva8iwd6droy.jpg
Vesa Moilanen/ Lehtikuva/ AFP/ Getty Images

ფინეთის მთავარმა გაზის კომპანიამ, გასუმმა გამოაცხადა, რომ რუსეთი ფინეთისთვის გაზის მიწოდებას 21 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე შეწყვეტს.

გაზის სახელმწიფო კომპანიის განცხადებით, 21 მაისიდან, გასუმი ბუნებრივ გაზს მომხმარებლებს სხვა წყაროებიდან მიაწვდის.

„ძალიან დასანანია, რომ ჩვენს მიწოდების კონტრაქტებში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები ახლა შეწყდება. თუმცა ჩვენ ამ სიტუაციისთვის ფრთხილად ვემზადებოდით და თუ გაზის მიწოდების ქსელში არ იქნება შეფერხებები, ჩვენ შევძლებთ ჩვენს მომხმარებლებს გაზი მომდევნო თვეებში მივაწოდოთ“ - განაცხადა გასუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიკა ვილანენმა კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

გასუმის ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ვაისანენმა კი CNN-ს უთხრა, რომ ფინეთი გაზს ესტონეთის გავლით ბალტიის დამაკავშირებელი გაზსადენითაც იღებს, თუმცა მან აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონი გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული.

სამშაბათს გაზის კომპანიამ თქვა, რომ რუსული გაზისთვის რუბლში არ გადაიხდის და არ გამოიყენებს გაზპრომის შეთავაზებულ გადახდის გზას, რის გამოც გაზპორმთან უთანხმოება ჰქონდა. 


close დახურვა