რუსეთი ფრანგ და იტალიელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ საფრანგეთისა და იტალიის ელჩებს აცნობა.
საგარეოს ინფორმაციით, პერსონა ნონ გრატად საფრანგეთის საელჩოს 34 და იტალიის საელჩოს 30 თანამშრომელი გამოცხადდა.
ეს გადაწყვეტილება რუსეთმა აღნიშნული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მიიღო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საფრანგეთმა ქვეყნიდან 41, იტალიამ კი 30 რუსი დიპლომატი გააძევა.