რუსეთის აგრესიას უკრაინაში 220 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე 406-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკში, ხარკოვსა და კიევში დაშავდა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მონაცემები საბოლოო არაა და ზუსტდება.