logo
ENG



რუსეთის აგრესიას უკრაინაში 223 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

06 მაი 202210:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/196ws304pr8fgf6.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 223 ბავშვი დაიღუპა, 408 კი დაშავდა.

"6 მაისის დილის მონაცემებით დაღუპული ბავშვების რიცხვი 223-მდე, დაშავებულია 408-მდე ბავშვი", - აცხადებს პროკურორის ოფისი.

ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116. 

"ხარკოვში - 95. ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 46, ნიკოლაევში - 44, ლუგანსკში - 37, ზაპოროჟიეში - 27, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და კიევში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 607 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 121 კი მთლიანად განადგურდა.


close დახურვა