logo
ENG



რუსეთის აგრესიას უკრაინაში 322 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

17 ივნ 202210:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/17/u3lgtegnq3ffu7s.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 322 ბავშვი მოკლეს, 581-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაზე მეტი - 301 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკოვის ოლქში - 170.

"კიევში- 116, ჩერნიგოვში - 68, ხერსონში - 52, ნიკოლაევში - 48, ლუგანსკში - 54, ზაპოროჟიეში - 30, სუმში - 17, ჟიტომირში - 15 და დედაქალაქში - 16", - აღნიშნულია პროკურორის ოფისის ინფორმაციაში.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 2 028 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 209 კი მთლიანად განადგურდა.

 

 


close დახურვა