სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება დაძაბულია, სადაც რუსეთის ავიაიერიშმა სულ მცირე ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენებს დიდი ბრიტანეთიდან აკვირდება. შემთხვევის ადგილიდან მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოიყვანეს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დეესკალაციის ზონებში ასადის რეჟიმისა და რუსეთის სამხედრო ძალების მოქმედებებს სირიაში 1,300-ზე მეტი მშვიდობისანი მოქალაქე ემსხვერპლა.