logo
ENG



რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია უკრაინის ქალაქ კრივოი როგს

14 იან 202610:59
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/14/qo56q6wchf2q8xc.png

რუსეთის არმიამ დრონებით შეუტია უკრაინის ქალაქ კრივოი როგს, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე 45 ათასზე მეტი აბონენტი დარჩა.

ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო. მისი თქმით, მტერმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით მასშტაბური იერიში განახორციელა.

ვილკულის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამასთან, მან მოსახლეობას მოუწოდა, წყლი მოიმარაგონ და მობილური მოწყობილობები დატენონ.

 


close დახურვა