logo
ENG



რუსეთის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთიდან მიწოდებული იარაღი გაანადგურეს

21 მაი 202214:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/pnuuzl3dt2jjlr5.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჟიტომირში სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება გაანადგურეს, რომელიც აშშ-მ და ევროპამ უკრაინას მიაწოდეს. ამის შესახებ სამინისტრო წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკომ განაცხადა.

კონაშენკო ამბობს, რომ ოდესაში განადგურებულია საწვავის საცავები, რომელიც ჯავშანტექნიკინისთვის იყო განკუთვნილი, ასევე, გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის სამი პუნქტი.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებენ, რომ შორი მანძილის რაკეტები ზღვაში ბაზირებული "კალიბრიდა" გაუშვეს.

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან სხვადსხვა ტიპის იარაღს იღებს, რათა რუსული აგრესიისგან თავი დაიცვას. რუსეთის ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მიწოდებული იარაღი მათთვის "ლეგიტიმური სამიზნე" ხდება. 


close დახურვა