logo
ENG



რუსეთის განცხადებით, ყირიმის თავზე უკრაინული დრონების თავდასხმა მოიგერიეს

28 აგვ 202314:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/60l2d1psyc4tb1e.jpg

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ მხარეს მორიგ თავდასხმაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ საჰაერო ძალებმა დროებით ოკუპირებული ყირიმის თავზე ორი დრონი ჩამოაგდეს.

"დღეს, დაახლოებით, 10:30 საათზე ჩაიშალა კიევის რეჟიმის მხრიდან მცდელობა, რუსეთის ფედერაციაში არსებულ ობიექტებზე ორი დრონით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინათ. ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საჰაერო ძალებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს", - აცხადებენ უწყებაში.

დღეს რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მოსკოვთან ახლოს, ლიუბერცში უკრაინელების მორიგი იერიში მოიგერიეს - მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გაანადგურეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა.


close დახურვა