რუსეთის ეკლესიამ ალექსანდრიის საპატრიარქოს წარმომადგენლობას მოსკოვში საქმიანობა შეუჩერა. მოსკოვის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი, რომელიც დეკემბერში შეიკრიბება.
ეს გადაწყვეტილება ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორეს გადაწყვეტილებას უკავშირდება. 8 ნოემბერს მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ცნო.
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან 6 იანვარს მიიღო. ამის გამო რუსეთის ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.